12 მარ 2026
დუბაიში ირანული დრონი ცათამბჯენს შეეჯახა. ინციდენტი დუბაის კრიკ ჰარბორის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დრონის მოხვედრის შედეგად ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა მალევე ჩააქრეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
გუშინ ორი დრონი ჩამოვარდა დუბაის მთავარ აეროპორტთან - მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ მგზავრთა გადაყვანის ცენტრთან. დაშავდა 4 ადამიანი.