ირანული ნაღმმზიდები ერაყის წყლებში თავს დაესხნენ ორ ნავთობტანკერს

12 მარ 2026

ირანული ნაღმმზიდები ერაყის წყლებში თავს დაესხნენ ორ ნავთობტანკერს, დაღუპულია ეკიპაჟის ერთი წევრი. ირანული  ჭურვები სპარსეთის ყურის წყლებში სულ სამ გემს მოხვდა- განაცხადეს პორტების, საზღვაო უსაფრთხოებისა და რისკების კომპანიებმა.

ერაყის პორტების  წარმომადგენლის თქმით, გვიან ღამით ყურეში ირანული ნაღმზიდების თავდასხმის სამიზნე იყო მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი სეიფსი ვიშნუ და მალტის დროშის ქვეშ მცურავი ზეფიროსი, რომლებიც საწვავით ერაყში ჩაიტვირთა.  

ერაყის ნავთობის მარკეტინგის სახელმწიფო ორგანიზაციის განცხადებით, ტანკერები მაშინ დაბომბეს, როდესაც ისინი ერაყის ტერიტორიულ წყლებში გემიდან გემზე გადასატვირთ ზონაში იმყოფებოდნენ.