ტანკერზე, რომელსაც ერაყის ტერიტორიულ წყლებში ირანმა დაარტყა, საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა - უცხოური მედია

12 მარ 2026

ირანის მიერ ერაყის ტერიტორიულ წყლებში დარტყმის შედეგად საბერძნეთის საკუთრებაში მყოფ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა - არსებული ინფორმაციით, ტანკერზე საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გავრცელებული  ინფორმაციით, ქართელი მეზრავურები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.  ჩვენ დავუკავშირდით საზღვაო ტრამნსპორტის სააგენტოს და დამატებით ინფორმაციას უწყებისგან ველოდებით.

მედიის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ერაყის ტერიტორიულ წყლებში გემიდან გემზე ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა, როდესაც მას, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალებებით დატვირთულმა ირანულმა უპილოტო ნავმა დაარტყა.

თავდასხმის შემდეგ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი ლიკვიდაცია ერაყის სახანძრო სამსახურებმა შეძლეს.