„ჩემი ექვთიმე“ - რევაზ თაყაიშვილის წიგნის პრეზენტაცია

12 მარ 2026

„ჩემი ექვთიმე“ - კულტურის სამინისტროში რევაზ თაყაიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებზეა დაფუძნებული. მასში აღწერილია ექვთიმე თაყაიშვილის  ცხოვრება, მოღვაწეობა და იმდროინდელი ეპოქა.

წიგნის პრეზენტაციას კულტურის მინისტრი, მკვლევრები და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრნენ.