ბაჰრეინში ნავთობსაცავებზე ირანის თავდასხმის შემდეგ ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

12 მარ 2026

ბაჰრეინში ნავთობსაცავებზე ირანის თავდასხმის შემდეგ ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლებში.

„ირანის აშკარა აგრესია მიმართულია მუჰარაკის პროვინციაში მდებარე საწვავის ავზებისკენ“, - წერს ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრო X-ზე.

მანამდე მთელი ქვეყნის მაშტაბით განგაშის სიტემები ჩაირთო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა. 

ირანმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტიც დაბომბა. დარტყმები რამდენიმე დრონით განხორციელდა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად აეროპორტს მატერიალური ზიანი მიადგა, თუმცა არავინ დაშავებულა.