ინდოეთში გაზგასამართ სადგურებთან რიგებია

12 მარ 2026

ინდოეთში ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხებისა და დეფიციტის საფრთხის ფონზე გაზგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები დგას. ინდოეთში, რომელიც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ასოცირებული წევრია, ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად გამოწვეული გლობალური გადაზიდვების შეზღუდვების გამო ნედლი ნავთობის, თხევადი აირის და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეფერხდა.

ქვეყანა  ნავთობის დაახლოებით 40%-ის იმპორტს ახლო აღმოსავლეთიდან ჰორმუზის სრუტის გავლით ახორციელებს. ის ასევე მსოფლიოში თხევადი ნავთობის აირის რიგით მეორე უდიდესი იმპორტიორია. ხელისუფლებამ მომხმარებლებს ენერგომატარებლების დაზოგვისკენ მოუწოდა.