12 მარ 2026
ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური კომერციული დანიშნულების ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტის მეპატრონე დემონტაჟის შესახებ რამდენჯერმე გააფრთხილა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მეპატრონემ თავად არ მოახდინა დემონტაჟი, რის შემდგომაც მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიება განახორციელა.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა კომერციულ ფართში განთავსებული ნივთები დემონტაჟამდე მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიტანეს.
დემონტაჟის შემდეგ მოხდა დაშლილი კონსტრუქციების გატანა და მიმდინარეობს ტერიტორიის მოწესრიგება.