აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმში, მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს დაესწრო

12 მარ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმში, მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს დაესწრო.

სულხან თამაზაშვილმა მუსლიმ მრევლთან მრავალსაუკუნოვან ძმობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმანეთის რწმენის, ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემა რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების მთავარი საფუძველია.

იფთარს ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე და აჭარის მთავრობის წევრები.