საკრებულოებში ფრაქციების შექმნა მარტივდება

15 ოქტ 2025

არჩეული საკრებულოებისთვის ფრაქციების შექმნა მარტივდება და ფრაქციების შექმნის ახალი შესაძლებლობა ჩნდება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს, კიდევ ერთი ინიციატივა დადგა, რომელიც საკრებულოებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს.

აღნიშნული წინადადება კომიტეტმა გაითვალისწინა.