ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში შესვლა აკრძალულია

13 მარ 2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში შესვლა აკრძალულია - სტიქიის ზონაში ამ დრომდე მუშაობენ გეოლოგები. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.

მათივე ცნობით, ევაკუირებულია 45 ოჯახი. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. 

კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა.