13 მარ 2026
ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. ასევე 32 ქვეყანა არ შეუერთდა გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას.
აღსანიშნავია, რომ „მოსკოვის მექანიზმს“ მხარი არ დაუჭირეს აშშ-მ, საფრანგეთმა, თურქეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ, უნგრეთმა, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა, მალტამ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
ცნობისთვის, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა.