13 მარ 2026
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლაა.
დასკვნაში მიუთითებენ, რომ მომხსნებლის მიერ ანგარიში ასახავს ძალადობისა და სხვა სახის დარღვევებს მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების მიმართ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა სისტემატურად შეზღუდა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.