ე.წ. “მოსკოვის მექანიზმი“ არის ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში - "ქართული ოცნების" გამოხმაურება

13 მარ 2026

ე.წ. “მოსკოვის მექანიზმი“ არის ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში - ასე ეხმაურება ქართული ოცნება გავრცელებულ დოკუმენტს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების გაზიარებას არ აპირებენ.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ფეიქ ინფორმაციებს საერთაშორისო სასამართლოებშიც შესაბამისად უპასუხებენ.

დეპუტატი ამბობს, რომ ანგარიშში მოყვანილი მოთხოვნები კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდება, რადგანაც საკანონდებლო ინიციატივებში ქართველი ხალხის ინტერესებია გათვალისწინებული.