რუსეთი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს

15 ოქტ 2025

რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

აქვე გეტყვით რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.