გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ტერიტორიიდან ამოღებულია  წაბლის სახეობის 11 მორი

13 მარ 2026

წაბლის ხეების უკანონო მოპოვების ფაქტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ტერიტორიიდან ამოღებულია  წაბლის სახეობის 11 მორი. სამართალდარღვევის შედეგად  გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა  ორი ათას ლარს გადააჭარბა.

სამართალდარღვევაზე დაწყებულია საქმის წარმოება.