13 მარ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სატყეო რეფორმა გააცნო ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა შიდა ქართვლის სახელმწიფო რწმუნებულსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. რეფორმის მიზანი ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება, ტყის დაცვა, ასევე ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა. შეხევდრაზე აღინიშნა, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება.
გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც როგორც შეხვედრაზე ითქვა, ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, პროფესიის პოპულარიზაციასა და სატყეო განათლების ხელშეწყობას, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ ბარნოვი წარადგინა.