საქართველოს მწერალთა სახლმა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა წიგნის პრეზენტაციით დაასრულა

13 მარ 2026

საქართველოს მწერალთა სახლმა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა წიგნის პრეზენტაციით დაასრულა. ლიტერატურული თარგმანების სექციაში, გაიმართა რუსუდან გორგილაძის წიგნის - „დიქტატურის გემო“ პრეზენტაცია. 

ავტორთან ერთად აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ემსჯელა თანამედროვე მსოფლიო პროცესების კონტექსტზე. „დიქტატურის გემო“ სამი დიქტატორის (ადოლფ ჰიტლერის, იოსებ სტალინის და ბენიტო მუსოლინის) პირად და სოციალურ ცხოვრებას ეხება.  

წელს საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით, 80-მდე გამოცემითა და 10-მდე ავტორით, მთარგმნელითა და გამომცემლით წარსდგა. ბაზრობაზე მწერალთა სახლმა სამი ღონისძიება გამართა.

ასევე შედგა შეხვედრები ფესტივალის მონაწილე გამომცემლებს, ლიტერატურულ აგენტებსა და მთარგმნელებს შორის.