მემარცხენე ალიანსის განცხადება

13 მარ 2026

“მემარცხენე ალიანსის”  ლიდერმა ბრიფინგი გამართა და მარკეტა გრეგოროვაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის დამოკიდებულება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებზე ყოველგვარ მორალურ და კანონიერ ზღვარს სცდება.

ძაგანიას თქმით, პარტია გეგმავს ევროპარლამენტის პრეზიდენტს მისწერონ, რამდენად შედის ევროპარლამენტარის მოვალეობებში ტელეკომპანია  „იმედის“ ჟურნალისტების გადაადგილების კონტროლი ევროპარლამენტის დერეფნებში.  

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია იმედს სამთავრობო მედია უწოდა და განაცხადა, რომ მათ გადაადგილება აკრძალული უნდა ჰქონდეთ.