13 მარ 2026
ამორტიზებული გზის რეაბილიტაციას ითხოვენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხში. როგორც მოსახლეობა ამბობს, არსებული გზით 30 ოჯახი სარგებლობს და ალტერნატიული საშუალება არ აქვთ. გზის სავალ ნაწილზე 26-თებერვალს მეწყრული პროცესი განვითარდა და ნაწილი ჩავარდა. სოფელში მცხოვრებლები ტერიტორიაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობენ.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის ნაწილი კოხი-შავიშვილების მიმართულებით სტიქიის შედეგად ჩაიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტებმა გზის აღნიშნული მონაკვეთი შეისწავლეს და გაიცა საპროექტო დავალება.
პროექტი მომზადების პროცესშია და უახლოეს დღეებში დაიწყება შესყიდვის პროცედურები.
აღნიშნულ ადგილზე მოეწყობა ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.