კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

13 მარ 2026

კამელიების გამოფენას უმასპინძლა დღეს ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბაღის ტერიტორიაზე არსებული კოლექცია, რომელიც სხვადასხვა სახეობის 80-მდე ჯიშის კამელიას მოიცავს.

კოლექციის ხელმძღვანელის თქმით, კამელიები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე პირველად მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. გამოფენის დამთვალიერებლებს შორის იყვნენ ბათუმის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ეკონომიკის მინისტრი.

მათ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ის სიახლეები გააცნო, რომელსაც ბაღის ადმინისტრაცია სამომავლოდ გეგმავს.

ერთ-ერთი სიახლე ბოტანიკურ ბაღში ყოველთვიურად ღია კარის დღის მოწყობაა, რაც ბაღის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების თავისუფლად, უფასოდ შესვლას ითვალისწინებს.