ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი გაიხსნა

13 მარ 2026

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ.

ცერემონიას ასევე მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ხელვაჩაურში გახსნილი იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით 127-ე ფილიალია და მოქალაქეებს სხვადასხვა სახელმწიფო სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს.