14 მარ 2026
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში დამატებით საზღვაო ქვეითებს და რამდენიმე სამხედრო ხომალდს აგზავნის. „Wall street Journal”-ის და ბიბისის ინფორმაციას სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა დაამტკიცა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მოთხოვნა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზეა პასუხისმგებელი.სარდლობამ მოითხოვა სწრაფი რეაგირების სადესანტო ჯგუფის გაგზავნა, რომელიც, ჩვეულებრივ, რამდენიმე ხომალდისა და დაახლოებით ხუთი ათასი საზღვაო ქვეითისგან შედგება. პენტაგონში აღნიშნულზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.