აშშ-ის საელჩოზე ბაღდადში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

14 მარ 2026

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
ინფორმაცია ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება. 
ასოშიეთედ პრესის“ ინფორმაციით, რაკეტა ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანზე ჩამოვარდა, ხოლოფრანს-პრესიწერს, რომ თავდასხმა დრონით განხორციელდა. მედიის  ცნობით, რაკეტა საელჩოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელიც ე.წ მწვანე ზონაში მდებარეობს და იქ განთავსებულია სახელმწიფო უწყებები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.