14 მარ 2026
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ მგზავრთა და კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის წევრებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მებაჟე ოფიცრებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს. შეხვედრის მსვლელობისას, ხელმძღვანელმა პირებმა ხაზი გაუსვეს უწყებათაშორისი დანაყოფის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ თითოეულ მებაჟე ოფიცერს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვისა და აკრძალული საქონლის გადაადგილების ეფექტიანი კონტროლის პროცესში.