14 მარ 2026
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი, ლოჯისტიკისა და სამხედრო სამედიცინო მიმართულების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოშვების ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ მიულოცეს. უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსები 25 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.