14 მარ 2026
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სამელიორაციო სექტორში მიმდინარე ცვლილებები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს გააცნო. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სემეკის მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის მომსახურების ახალი ტარიფები და სახელმწიფო სუბსიდირების ის სქემა, რომელიც 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. დროულად გაფორმებული ხელშეკრულებები ფერმერებისთვის წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. გენერალურმა დირექტორმა დამსწრეებს გააცნო ის ვალდებულებები, რაც ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ წყალმომხმარებლებსა და კომპანიას წარმოეშობათ.