საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავა

14 მარ 2026

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით გამოავლინა.
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოიტანეს 18 000 კილოგრამი უნივერსალური დანამატი „ოქტან+“.ბრალდებულები, საბაჟო წესების დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ ნივთიერება „ოქტან+“-ის საქართველოში შემოტანას, რომელსაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად იყენებდნენ. კუსტარულად დამზადებული საწვავის რეალიზაციას თბილისში მდებარე მათსავე კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე ახდენდნენ.