"ოცნების ქალაქში" სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდონარე  გაეცნო

14 მარ 2026

ე.წ " ოცნების ქალაქში რვა სართულიანი კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა, ხოლო 6-ი 13 სართულიანი საცხოვრებელის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდონარე  გაეცნო. მთავრობის მეთაური ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, რომლებსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ბინები საკუთრებაში გადაეცემათ. მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში ბინებს 1077 ოჯახი მიიღებს. ტერიტორიაზე ეწყობა შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურა. "ოცნების ქალაქში" ასევე იგეგმება საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და საბავშვო მოედნების მშენებლობა. პროექტის პირველ ეტაპზე უკვე აშენდა სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ბინა საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა. პროექტის პირველ ეტაპზე 40 684 696 ლარი დაიხარჯა, ხოლო მეორე ეტაპის ღირებულება 132 580 552 ლარია.