გიორგი გაბუნია - დღეს საქართველოში ვენის კონვენციას თუ ვინმე არღვევს, ესენი არიან გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი

14 მარ 2026

 დღეს საქართველოში ვენის კონვენციას თუ ვინმე არღვევს, ესენი არიან გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს აკრძალულია ვენის კონვენციით.