აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი და საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო - სულხან თამაზაშვილი

14 მარ 2026

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი და საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილმა „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და მოსასვენებელ სივრცეებს.

"დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი და საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ამის ნათელი მაგალითია, სწორედ, "ამბასადორის" ხელოვნური კუნძულის პროექტი, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება უკვე აქტიურ ფაზაშია. შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და მოსასვენებელ სივრცეებს", - განაცხადა თამაზაშვილმა.