14 მარ 2026
„ჰამასმა“ ირანს მოუწოდა, თავი შეიკავოს სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ რაკეტებისა და დრონების გამოყენებისგან, ამასთან დაადასტურეს ირანის უფლება, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ყველა საშუალებით უპასუხოს აგრესიას. „ჰამასმა“, რომელიც ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა ომს ისრაელის წინააღმდეგ ღაზის სექტორში, საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდა, მიაღწიოს სპარსეთის ყურეში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ირანში აცხადებენ, რომ თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული ობიექტების და არა თავად მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგაა მიმართული,