14 მარ 2026
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს, სპარსეთის ყურეში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა შესთავაზა. ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, პუტინმა ტრამპს აღნიშნული წინადადებით 9 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიმართა, თუმა აღნიშნული შეთავაზება ტრამპმა უარყო. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი წინადადება პირველად არ გაჟღერებულა.