14 მარ 2026
ამსტერდამში ებრაულ სკოლასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სკოლის შენობა დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. მედიის ცნობით, მომხდარს ამსტერდამის მერი ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ განზრახ შეტევად განიხილავს. თაიმს ოფ ისრაელის ცნობით, ებრაულ სკოლაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ აიღო. მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ როტერდამში სინაგოგის გარეთ აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი ადამიანი დააკავეს.