ფუჯეირას პორტის ადმინისტრაციამ ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციების ნაწილი შეაჩერა

14 მარ 2026

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებული ფუჯეირას პორტის ადმინისტრაციამ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმისა და ხანძრის გამო ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციების ნაწილი შეაჩერა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა. ახლო აღმოსავლეთში ფუჯაირას პორტი ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის შესანახი ობიექტია. რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ადგილია გემების საწვავის შევსებისთვის.