ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გიული ალასანიას წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

17 ოქტ 2025

გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა. დავით გურგენიძე ითხოვს დაიწყოს საქმის გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა 1 ლარად გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი.

რექტორი მოითხოვს, დაყადაღდეს გიული ალასანიას ქონება და იგი ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცეს.