თუ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება რეგიონში ომი შესაძლოა გაფართოვდეს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

15 მარ 2026

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, რეგიონში ომი შესაძლოა, გაფართოვდეს. ჰაკან ფიდანის თქმით, თურქეთის თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარის შეტევებისაფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ საბრძოლო მოქმედებები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას“. ამასთან, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მიუხედავად შესაძლო პროვოკაციებისა.