ისრაელის მიმართულებით ირანმა სარაკეტო დარტყმების განახორციელა

15 მარ 2026

ისრაელის მიმართულებით ირანმა სარაკეტო დარტყმების განახორციელა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანიდან სარაკეტო დარტყმების 5 ტალღა განხორციელდა და ყველა ნასროლი რაკეტა გაანადგურეს. გვიან ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა თელ ავივსა და ისრაელში. თელ ავივში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და 3 ადამიანი მსუბუქად დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმებიც გრძელდება. მათივე ცნობით, დაჯგუფებაჰეზბოლას“ შეტევის გამო, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო.