კუბაში საკვების მკვეთრად გაძვირებისა და ელექტროენერგიის გათიშვის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

15 მარ 2026

კუბაში საკვების მკვეთრად გაძვირებისა და ელექტროენერგიის გათიშვის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რა დროსაც დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი. ხელისუფლება კრიზისს, აშშ-ის მიერ დაწესებულ ნავთობის ბლოკადას უკავშირებს. პრეზიდენტ მიგელ დიაზ-კანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნები და პრეტენზიებილეგიტიმურია“, ხელისუფლება არ დაუშვებსძალადობასა და ვანდალიზმს, რომელიც მოქალაქეთა სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის“.აქციები კუბაში იმ დროს გაიმართა, როდესაც მთავრობამ აშშ-თან მოლაპარაკებები დაიწყო.