15 მარ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე ირანთან შეთანხმებისთვის მზად არ არის. „NBC”-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს მასთან შეთანხმების დადება სურს, მაგრამ პირობები ჯერ საკმარისი არ არის. ტრამპმა უარი თქვა, დაეზუსტებინა, რა პირობებით არის მზად, შეწყვიტოს ომი ირანის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყოს თეირანის მიერ ნებისმიერი ბირთვული ამბიციის უარყოფა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა მზადყოფნა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთოს, თუმცა პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.