საქართველოს თავდაცვის ძალებში არტილერიის დღე აღინიშნა

15 მარ 2026

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 მარტს არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა.  მე-5 საარტილერიო ბრიგადაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სიტყვით მიმართა დასავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ. მათ თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. არტილერიის დღეს, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.