რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება

15 მარ 2026

 

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთში, ლეგანესის „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას დაუპირისპირდება – შეხვედრა 21:45 საათზე დაიწყება.
მატჩის წინ ქართველმა მორაგბეებმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს.  შეხვედრამდე 48 საათით ადრე „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა პორტუგალიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ცნობისთვის, გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეთვრამეტედ რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდება და ტიტულს ზედიზედ მეცხრედ შეინარჩუნებს, რითაც საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.