პოლიტიკური შეფასებები "მოსკოვის მექანიზმიზე"

15 მარ 2026

ეუთოს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ დასკვნას ხელისუფლება აკრიტიკებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტი არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ პოლიტიკურ თავდასხმას წარმოადგენს. უმრავლესობაში აცხადებენ რომ საქართველო ამ საკითხში პრინციპულ პოზიციას შეინარჩუნებს და გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარ პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესებს და ქვეყნის სუვერენიტეტს მიიჩნევს.