15 მარ 2026
ბათუმში მომხმარებელთა დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული ტარდება. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დანერგილი სტანდარტები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. როგორც მომხსენებლებმა განმარტეს მიმდინარე წელს მიმართვიანობა გაორმაგდა, რაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ძირითად სტანდარტებზე, სახელმძღვანელო დოკუმენტებსა და სააგენტოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით. მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ბოლო ღონისძიება, ხვალ, წყალტუბოში გაიმართება.