ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - გამოხმაურება

17 ოქტ 2025

მედიკოსების დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დასახელებული პირებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, შუამავალი იყო ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში.

კლინიკაში მომხდარს უარყოფენ. დირექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.