ევაკუაციის შემდეგ კიშინოვის აეროპორტში მუშაობა აღდგა 

17 ოქტ 2025

კიშინოვის აეროპორტში დილის საათებში მუშაობა დროებით შეჩერდა. გამოცხადებული იყო ევაკუაცია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მგზავრის ბარგში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.

სასაზღვრო პოლიციაში განაცხადეს, რომ ჩატარებული ჩხრეკისა და დაკვირვების შედეგად, ბარგში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ამ დროისთვის აეროპორტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.