რაჭის ეროვნული პარკი 4 759 ჰექტრით გაფართოვდა

16 მარ 2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ეროვნული პარკი 4 759 ჰექტრით გაფართოვდა. ასევე, შეიქმნა ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ხუთი ბუნების ძეგლი: უშოლთის, კიდობანის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები.

რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში 2023 წელს შეიქმნა. დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებულის გაფართოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში, რეგიონის რეკრეაციული სივრცის გაფართოებასა და ტურიზმის განვითარებაში.

რაჭის ეროვნული პარკის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების აღდგენას.