16 მარ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ მარნეულში 2 პირი გამოძალვის ფაქტზეც დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, მარნეულში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს მობილურ ტელეფონებზე დაუკავშირდნენ უცნობი პირები კრიმინალური ავტორიტეტის ,,ფოლადა“-ს სახელით და მოსთხოვეს თანხების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრნენ.