ბათუმელი მებრძოლების გამარჯვებები RKENA 2-ზე

16 მარ 2026

თბილისში გამართულ შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირზე RKENA 2-ზე წარმატებით იასპარეზეს ბათუმის საბრძოლო აკადემიის მებრძოლებმა. გამარჯვებით დაასრულეს შეხვედრები დავით ლორთქიფანიძემ, გოჩა შაინიძემ და ამირან მამულაძემ.

ლორთქიფანიძემ UFC-ის ყოფილი მებრძოლი ბრაზილიელი ოლივიერა 40 წამში დააფინიშა, გოჩა შაინიძემ დამაჯერებლად მოუგო ფახრიდინ ზუმანაზაროვს, რაც შეეხება ამირან მამულაძეს, მან ჩინელი მებრძოლი, აერჩილი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სამივე ქართველი მებრძოლი დღემდე დაუმარცხებელია.