საკალათბურთო სუპერლიგის მე-17 ტურში „ბათუმმა“ „ორბი“ დაამარცხა

16 მარ 2026

საკალათბურთო სუპერლიგის მე-17 ტურში „ბათუმმა“ „ორბს“ უმასპინძლა და 80:71 დაამარცხა. გამარჯვებულებს 16 ქულითა და 4 პასით გიორგი ოჩხიკიძემ ულიდერა, 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი გეგი ბაქრაძემ დააგროვა.

მაირინ ტომასის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა იყო. ამ გამარჯვებით „ბათუმი“ ქულებით გაუთანაბრდა „ქუთაისს“ და მასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ეს გახლდათ ზღვისპირელთათვის ზედიზედ მე-4 გამარჯვება.