16 მარ 2026
აჭარის ნაკრების წევრი, ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი „Duch open 2026“ -ის ჩემპიონია.
ნიდერლანდებში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე ქართველმა ტაეკვონდოისტმა, რომელიც 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში ფრანგი სულეიმან ალაფილიპე დაამარცხა.
ზურაბმა ფინალამდე ესპანელ, გერმანელ და ჩინელ სპორტსმენებს მოუგო, მათ შორის კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ესპანელი დანიელ ბარერას სძლია.